ჩვენი ამოცანა

საზოგადოების თანასწორი, ინფორმირებული და მშვიდობიანი არსებობის ხელშეწყობა დემოკრატიულ მმართველობაში!

ჩვენი მისია

მიუკერძოებლები და გამჭირვალეები; ვაღიარებდეთ კანონის უზენაესობას და პატივს ვცემდეთ მას; ჩვენი მთავარი მისიაა ხელი შევუწყოთ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინფორმირებულობას, რაც, ვფიქრობთ, დასავლური და დემოკრატიული მმართველობის უპირველესი წინაპირობაა.

ჩვენი მიზანი

ვაკვირდებით არჩევნების ჩატარების პროცესს, ვმონაწილეობთ საერთაშორისო მისიებში; ვაქვეყნებთ კვლევებსა და ანგარიშებს; ჩვენი მიზანია გავზარდოთ საზოგადოების, ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის სხვადასხვა მიმართულებით მართვის პროცესში და დავიცვათ ადამიანის უფლებები.

"დიდი სიამოვნებითა და სიამაყით წარმოგიდგენთ ჩვენს დემოკრატიულ, მიუკერძოებელ, წარმომადგენლობით არასამთავრობო ორგანიზაციასა და მის შემოქმედებით, დინამიურსა და ენთუზიაზმით სავსე გუნდს. CDD 2008 წლის 26 თებერვალს თბილისში დაარსდა. თავიდანვე ჩვენ მიზნად დავისახეთ, ხელი შეგვეწყო საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის, საზოგადოებაში ნდობის ჩამოყალიბებისა და ცნობიერების ამაღლების მეშვეობით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საარჩევნო პროცესები, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა, მრავალფეროვნება, სახალხო დიპლომატია და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. CDD-ში ჩვენ მტკიცედ გვჯერა დიალოგის, პირდაპირი კომუნიკაციის, ჩართულობისა და სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობის. საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ჩართულობა, ასევე ყველა აქტორის ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ისევე როგორც ზოგადად ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის. მსურს, მადლობა გადავუხადო CDD-ს საოცარ გუნდს, მხარდამჭერს, პარტნიორსა და დონორს ერთგულებისა და თანადგომისათის. CDD-ში გვჯერა რომ "სიგიჟეა, აკეთო ერთი და იგივე რამ და ელოდო განსხვავებულ შედეგებს", ამიტომ ყოველთვის ღია ვართ ახალი იდეების, გამოწვევების, შესაძლებლობებისა და პარტნიორობისთვის."

ქეთევან ჩაჩავა

აღმასრულებელი დირექტორი

ჩვენი გუნდი

სიახლეები

პროექტები

დოკუმენტები

განცხადებები

რეკომენდაციები

ანგარიშები

მემორანდუმები

პუბლიკაციები

CDD და არჩევნები

არჩევნებზე დაკვირვება

ამომრჩეველთა განათლება

პოლიტიკური პარტიების განვითარების ხელშეწყობა

საკანონმდებლო ცვლილებების ადვოკატირება

საარჩევნო უბნების მონიტორინგი

დონორები

კონტაქტი

ა. შანიძის ქ. N8, 0179, თბილისი
.
info@CDD.ge